saqarTvelos mwvervalebi - sakoxe
საკოხე - მწვერვალი მთიულეთ-ფშავის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ხადისწყლის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3600 მ. ვულკანური კონუსია, აგებულია ვულკანური წიდისა და ანდეზიტებისაგან. ნიადაგ-მცენარეულ საფარს თითქმის მოკლებულია. დამახასიათებელია ალპური და სუბნივალური ლანდშაფტები.